უკანონო ბორდერიზაცია და პრეზიდენტის განცხადება

20 მაისი 2020, 20:34 1532 ნახვა

საქართველოში უკანონო ბორდერიზაცია გრძელდება. დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა ადრე არსებული მავთულხლართები შეცვალეს და ახალი ინსტალაციები აღმართეს. ქვეყნის პირველი პირი კი რუსეთთან დიალოგის მომხრეა, თუმცა აცხადებს იმასზეც, რომ დიალოგი გამოსავალი არასდროს ყოფილა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, არსებობს 2 გზა : ომის და დიალოგის. საქართველოს პრეზიდენტის განცხადება, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოდ მიაჩნია ოპოზიციას. ზოგი კი სალომე ზურაბიშვილის სიტყვებში რუსეთის ინტერესს ხედავს. მოლაპარაკების დაწყებამდე, გარკვეული  წინაპირობების საჭიროებას ხედავს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი