''შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე“ - პოლიტიკური ცენტრი გირჩი ამომრჩეველს მომავალ არჩევნებამდე დაემშვიდობა. „გირჩმა“ „პლატფორმა - პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გუშინ დატოვა. პარტიაში ფინასურ პრობლემებზე საუბრობენ. გირჩის ლიდერი აცხადებს, რომ მას პაატა ბურჭულაძემ დამატებითი თანხების მობილიზებას მოსთხოვა, რის შემდეგაც მათ ბლოკის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.