ამ წუთებში გიორგი ვაშაძისა და პაატა ბურჭულაძის შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ვაშაძემ განაცხადა, მას საუბარი პაატა ბურჭულაძესთან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ექნება. სწორედ ამის შემდეგ მიიღებს ის კონკრეტულ გადაწყვეტილებას, დატოვებს თუ არა ბურჭულაძის ბლოკს?