ამ წუთებში აქციაა აჭარის მთავრობის სახლთან

08 მაისი 2020, 17:49 4853 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ორი დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვდნენ. არსებული ინფორმაციით, ორ მოქალაქეს მოუვიდა ჩხუბი, უცნობ პირებთან, რის შემდეგაც დაპირისპირებული მხარეები პოლიციამ დააკავა.

პროტესტის მონაწილეთა თქმით, ერთ-ერთი მხარე დაზარალებულია და გაუგებარია თუ რატომ მოხდა მათი დაკავება. პროტესტის მონაწილეები ორი დაკავებული პირის გათავისუფლებას ითხოვენ,ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით ორ მოქალაქეს მოუვიდა ჩხუბი, უცნობ პირებთან, რის შემდეგაც დაპირისპირებული მხარეები პოლიციამ დააკავა, თუმცა პროტესტის მონაწილეთა თქმით ერთ-ერთი მხარე დაზარალებულია და გაუგებარია თუ რატომ მოხდა მათი დაკავება.

აქციაზე შეკრებილები ამბობენ, კონფლიქტში მონაწილე მეორე მხარეს ძალოვან უწყებებში მფარველობენ, ამიტომ ის არ დაუკავებიათ და მხოლოდ გამოძიებაა დაწყებული.

მთავრობის სახლის წინ შეკრებილების პოლიცია დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდა, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები მთავრობის თავმჯდომარის გარეთ გამოსვლას ითხოვდნენ. ამბობდნენ, რომ თორნიკე რიჟვაძე მათ გვერდით უნდა ყოფილიყო.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი