სოფელ სალიბაურში ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული 6 ოჯახი ენერგო პრო ჯორჯიას ელექტროენერგიის საფასურის გადავადებას თხოვს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული საგანგებო ვითარების გამო ორი თვის განმავლობაში ვერ შეძლეს დავალიანების დაფარვა,რის გამოც ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენა ემუქრებათ, რაზეც კომპანიისგან გაფრთხილება უკვე მიიღეს. ადგილზე იმყოფებოდა უფლებადამცველიც.
თამაზ ბაკურიძე ამბობს, რომ გადახდის ეტაპობრივი გრაფიკის დაწესებასთან დაკავშირებით კომპანიასთან ზეპირი შეთანხმება რამდენიმე წუთის წინ შედგა და ირწმუნება, რომ მოსახლეობა კომუნალური სერვისით შეუფერხებლად ისარგებლებს. ყოფილი ჩაის ფაბრიკის შენობაში უკვე წლებია სოცდაუცველები, ეკომიგრანტები და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები ცხოვრობენ.