მსხვერპლით დასრულდა ავტომობილებით რბოლა ბათუმის ბულვარში. ავტომობილების შეჯახების შედეგად ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა. ახალგაზრდები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით რეანიმაციაშია მოთავსებული.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.ასევე მძიმეა კლინიკა „მედალფაში“ მყოფი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს რომელსაც ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.