აჭარაში კორონავირუსი კიდე ერთ პირს დაუდასტურდა. იგი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ინფიცირებული 60 წლის ქალია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით იგი მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
"გუშინ 210 პირი გამოვიკვლიეთ და ერთს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტი იმყოფებოდა მკაცრ თვითიზოლაციაში. მას გუშინ დაუდასტურდა დიაგნოზი და გადაყვანილია კლინიკა "მედალფაში". ის იცავდა წესებს და შეხება სხვა პირებთან არ ჰქონია. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული სულ 36 შემთხვევა გვაქვს. მათგან 5 უკვე განიკურნა და ორკვირიან რეაბილიტაციას გადიან.
კლინიკა "მედალფაში" იმკურნალობს 31 კოვიდინფიცირებული პაციენტი. რამდენიმესთან მიმართებაში ველოდებით საკონტროლო კვლევის შედეგებს და მიიღება გაწერის გადაწყვეტილება. ცხელების ცენტრებში სულ 28 პირია, რომელთა პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი"-განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დილის მონაცემებით საკარანტინო სივრცეშია 1707 პირი იმყოფება, 4200 კი დატოვა საკარანტინო სივრცე.