ოკუპირებული აფხაზეთში კოვიდ-19-ის თანმდევი გართულებებით პირველი პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი 95 წლის იყო რომელიც გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა. მას თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ ოპერატიული შტაბი ადასტურებს.
სააგენტო სპუტნიკის ინფორმაციით, 1925 წელს ქალს ვირუსი 11 აპრილს დაუდასტურდა, თუმცა კვირაზე მეტ ხანს ის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს ამბობდა. სერიოზული გართულებებით ის ჰოსპიტალში 20 აპრილს მოათავსეს. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში 26 აპრილის მდგომარეობით, ვირუსი სულ 3 პაციენტს დაუდასტურდა.