"რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში'' - ილია მეორე

26 აპრილი 2020, 14:55 1815 ნახვა

"რთულ დროს ვცხოვრობთ, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას'' , - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ბრძანა.

პატრიარქმა  დალოცა  ხელისუფლება,  სამღვდელოება, და  ხალხი. ბრძანა, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, ილია მეორემ მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა და დღესასწაულის შესახებ ისაუბრა. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას ანუ აღდგომის განახლებას და თომას კვირას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი