კოვიდ 19 სამკურნალოდ ოზონო თერაპია აჭარაში პირველად კლინიკა მედალფაში გამოიყენეს. პაციენტებს ვირუსი 7-9 დღეს გაუქრა. ახალი მეთოდით მკურნალობით 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა
‘’ახლაც მიმდინარეობს დაკვირვება პაციენტებზე, ევროპაში ძალიან აქტიურად იყენებენ ოზონოთერაპიას. იტალიის 17 საავადმყოფოში მკურნალობის შედეგებს ელიან. დადებითი შედეგები არის და საკმაოდ კარგად მოქმედებს როგორც დამატებითი თერაპია, გამოვიყენეთ ოთხ პაციენტში 2-ში იყო საშუალო სიმძიმის, რომლებსაც მე-9 დღეს ვირუსი აღარ აღენიშნებოდათ, ქონდათ მძიმე პნევმონია რომელიც ამ დროისთვის ალაგდა, ერთი გამოვიყენეთ მძიმე პნევმონიან რთულ შემთხვევაში და მასთანაც უკვე კარგი შედეგი გვაქვს.’’ - განაცხადა ‘’მედალფას ‘’ დირექტორმა ალექსი მოხელაშვილმა
ოზონოთერაპიით მკურნალობის მეთოდის წარმატებაზე კლინიკური იმუნოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმაც ისაუბრა. თენგიზ ცერცვაძის თქმით, ოზონოთერაპიის გამოყენების ფონზე დაავადება გაცილებით ადრე ინკურნება ვიდრე, არსებული პრაქტიკის მიხედვით.
ცერცვაძე ამბობს, რომ ამ მეთოდით ბათუმში 3 პაციენტს ვირუსი მე-7 და მე-9 დღეს გაუქრა, უარეს შემთხვევაში კი, მე-13, მე-14 დღეს. მისი განმარტებით ოზონოთერაპია არის ოზონის სპეციალური მეთოდით ადამიანის ორგანიზმში შეყვანა.