კორონავირუსის საკითხზე შექმნილი კლინიკური კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროტოკოლს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობასთან და სამედიცინო პერსონალთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.
თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ჰოსპიტლის მიერ კომორბიდული, ანუ კორონავირუსის თანმხლები დაავადებების მართვის ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომლის დანერგვასაც ის „კოვიდის“ ყველა კლინიკაში აპირებს.