გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა? პარლამენტში სხდომა 22 აპრილს გაიმართება

20 აპრილი 2020, 16:23 1622 ნახვა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ პარლამენტში, 22 აპრილს, რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ. პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს პრეზიდენტს მოთხოვნა უკვე გაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა კი საკანონმდებლო ორგანოს წევრებს უნდა მიმართოს.

დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება. 

საკითხი პრეზიდენტის და პრემიერ მინისტრის ხელმოწერით უნდა დადასტურდეს. გადაწყვეტილება ძალაში მაშინვე შევა, ძალადაკარგულად კი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ საკანონმდებლო ორგანო განხილვის შემდეგ სიითი უმრავლესობით მას მხარს არ დაუჭერს და საკითხი ჩავარდება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, COVID-19-ის შიდა გავრცელების საფრთხე უკვე რეალობაა და ბოლო სტატისტიკური მონაცემებით ვირუსით დაავადებულთა რიცხვი მზარდია. შესაბამისად, ლოგიკურია და აუცილებელია გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი