მსოფლიოში კორონავირუსით 2 მილიონ 200 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული

17 აპრილი 2020, 10:45 1226 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით 2 მილიონ 200 ათასამდე ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილია 147 000-მდე პირი. რთული მდგომარეობაა კვლავ აშშ-ში, სადაც ბოლო 24 საათში 24 ადამიანია გარდაცვლილი, ლეტალური შემთხვევები დღე-ღამეში არ გამოვლენილა ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში.

რაც შეეხება ჩინეთს, კონკრეტულად კი ქალაქ უჰანს, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება. აქ  აცხადებენ, რომ ინფექციით გარდაცვლილთა მონაცემები დააზუსტეს და  აღმოჩნდა, რომ კოვიდ-19-ის შედეგად ქალაქში 1 290-ით მეტი ადამიანია გარდაცვლილი.

როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, მათ რიცხვებს გადახედეს, რათა "ისტორიის, ხალხისა და გარდაცვლილების მიმართ ანგარიშვალდებულება გამოეჩინათ". მათივე თქმით, თავდაპირველი უზუსტობის მიზეზი იყო ის, რომ ეპიდაფეთქების პირველ სტადიაზე სამედიცინო რესურსების სიმცირის გამო რამდენიმე პაციენტი სახლში გარდაიცვალა.

 ამასთან, პიკის დროს ექიმები ძირითადად პაციენტების მკურნალობაზე იყვნენ ორიენტირებული და ზოგიერთი ინფორმაცია სრულყოფილად მიწოდებული არ იყო, რამაც მონაცემების არევა გამოიწვია.  

იაპონიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა,  იერუსალიმში კი ალ-აქსას მეჩეთი რამადანის დღესასწაულზე მომლოცველებისთვის დაიხურება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში