COVID-19-მა გარემოზე დადებითად იმოქმედა - ექსპერტი

14 აპრილი 2020, 14:46 2136 ნახვა

​კორონავირუსის გავრცელებამ დადებითად იმოქმედა გარემოსდაცვაზე. კერძოდ, შემცირდა ატმოსფერული ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების ანუ ემისიების რაოდენობა, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე. ინფორმაციას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში (CENN) ადასტურებენ. 

ორგანიზაციაში ფაქტს იმით ხსნიან, რომ ამ პერიოდში სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

"ჰაერის დაბინძურება არამარტო საქართველოში არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. აღნიშნული ვირუსის გავრცელების შემდეგ უნდა აღინიშნოს ასევე ევროკაშირის წევრი ქვეყნების მონაცემები აჩვენებს, თუ როგორ შემცირდა აზოტის დიოქსიდის (NO2) კონცენტრაცია ჰაერში - ეს არის დამაბინძურებელი, რომელიც ძირითადად გამოიყოფა საგზაო ტრანსპორტის გადაადგილების შედეგად - შესაბამისად ლოგიკურია რომ იგივე ტენდენცია აღინიშნება დღეს საქართველოშიც. განსაკუთრებით თბილისში, სადაც თავმოყრილია ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების 40%. რომელთა უმეტესობა მოძველებულია და ხშირ შემთხვევაში გამონაბოლქვი აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ ნორმებს"- ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი ანა ინასარიძე.

ორგანიზაციაში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა (მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია) და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები (ჰაერის დაბინძურება მავნე ნივთიერებებით ავტოტრანსპორტის მიერ).

"ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთ წყარო ქაოტური მშენებლობებია. ვერ გეტყვით დღეს რამდენად შეჩერდა მშენებლობის პროცესი, თუმცა ფაქტია რომ დაიხურა ელიავას ბაზარი, რომელი ასევე არის ჰაერის დაბინძურების მიზეზი. თუ გავითვალისწინებთ, რომ სამშენებლო მასალის გადატანა, განთავსება და რეალიზაცია მინიმალური ნორმების დაცვის გარეშე წარმოადგენს ჰაერის დაბინძურების მიზეზს, ფაქტია, რომ ამანაც დადებითი შედეგი მოიტანა გარემოსადცვის მხრივ"-ამბობს გარემოს დაცვის ექსპერტი.

კითხვაზე, თუ რა გავლენა იქონია კორონავირუსმა წყლის ხარისხზე და არის თუ არა ზღვის წყალი საშიში ინფექციის გავრცელების მხრივ, გარემოს დაცვის ექსპერტი დაზუსტებით ვერ საუბრობს.

"მარილიანი წყალი რადგან არის, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მარილიან წყალში ვირუსი კვდება, თუმცა დადასტურებით ამის მტკიცება შუძლებელია. მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად იმის თქმა, არის თუ არა ზღვის წყალი უსაფრთხო ვირუსის გავრცელების მხრივ არ შეგვიძლია" - ამბობს ანა ინასარიძე.

საქართველოში ჰაერის ხარისხის მუდმივ რეჟიმში მონიტორინგი 8 თანამედროვე ავტომატური სადგურის მეშვეობით ხორციელდება. გარემოს დაცვით ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კვლევის თანახმად თბილისში, რუსთავში და ბათუმში აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია მკვეთრად შემცირებულია.

 

 

ფოტო:აჭარლები

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი