"ჩემი სუბიექტური აზრით, ალბათ იქნება მომდევნო კვირაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება"- ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2020, 21:30 1561 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძემ აჭარის მაუწყებლის გადაცემის "თავისუფალი სივრცის" ს სტუმარი იყო, სადაც გამოთქვა სუბიექტური აზრი, რომ შესაძლებელია საგანგებო მდგომარეობის გახანგძლივება.

"ჩემი სუბიექტური აზრით, ალბათ იქნება საჭირო მომდევნო კვირაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, დაველოდოთ პრეზიდენტის და პრემიერის ერთობრივ გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ უკვე პარლამენტი ოფიციალურად მიიღებს გადაწყვეტილებას, ამ აქტის დამტკიცების თაობაზე.

მისივე თქმით საჭიროა: "დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, თუმცა იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით რასაც ჩენ ვიღებთ ექიმებისგან, სპეციალისტებისგან მე ვფიქრობ, რომ გაგრძელება იქნება საჭირო და 2 კვირიანი 3 კვირიანი​ თუ ერთ თვიანი"

შეგახსენებთ; საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი