ქობულეთში 11 550 ადამიანი მკაცრ კარანტინშია

13 აპრილი 2020, 10:08 2602 ნახვა

მეორე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მკაცრი კარანტინი მოქმედებს. ადამინისტრაციული ერთეულების შესასვლელებთან ბლოკპოსტები მოწყობილი, რომელსაც ძალოვანი უწყებები აკონტროლობენ. მოსახლეობას სახლიდან გარეთ გამოსვლა მხოლოდ პროდუქტის და  მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო დაწესებულებაში წასასვლელად შეუძლია.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ქობულეთის საგუშაგოებზე II ქვეითი ბრიგადის მეთაური, იმყოფებოდა. მან სამხედროებს საკარანტინო ზონაში მოქმედების შესაბამისი ინსტრუქტაჟი მისცა.  

შემოვლითი გზების ბლოკირებისთვის  სამხედროები გადაადგილების შეზღუდვის მცირე ზომის 7 პუნქტზე არიან მობილიზებული. ადგილზე დამონტაჟებულია ბარიერები, ღამის ძლიერი განათების სისტემები, მოქალაქეების თერმოსკრინინგისთვის გაშლილია სამედიცინო კარვებიც. 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით კარანტინის ფარგლებში შეიქმნა დამატებითი სამედიცინო ჯგუფები, დაახლოებით 10 ბრიგადა იყო განაწილებული თერმოსქრინინგისთვის.

ამ დროს არსებული ინფორმაციით, თერმოსკრინინგ ჩაუტარდა 1600-ზე მეტ პირს, ეპიდემიოლოგები კი 305 კონტაქტს სწავლობენ.  

ჯამში, ''COVID 19''-ით მხოლოდ ქობულეთის კლასტერიდან 20 პირია ინფიცირებული. მათ შორის არის სამედიცინო დაწესებულების თანამშრომელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი