საგანგებო მდგომარეობით დადგენილი ზომები შესაძლოა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამკაცრდეს

09 აპრილი 2020, 15:10 3202 ნახვა

არ არის გამორიცხული ქვეყანაში საგანაგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს და მაისშიც ამ რეჟიმში ვიყოთ.  პრემიერ მინისტრმა დღეს თქვა, რომ ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.  

საგანგებო მდგომარეობა  21 აპრილამდეა გამოცხადებული, პრემიერმა დღეს მოუწოდა  მოქალაქეებს, პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე საავადმყოფოში  არ წავიდნენ და ჯერ 112-ში დარეკონ.  

გუშინ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მსუბუქი შემთხვევების მართვა მოხდება საკარანტინო ზონებიდან.  დღეს პრემიერმა ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა, თქვა, რომ  ამ მხრივ მნიშვნელოვან უკუსვლას ელოდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი