ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

07 აპრილი 2020, 17:11 2345 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. საჯარიმო სანქციების ოდენობა 500-დან 1000 ლარამდეა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი აჭარბებს 1000 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე.

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებულ სანერგეებიდან, ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან - ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

ბზის შეძენა შესაძლებელია ველური ბუნების ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სანერგეებში.

კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. კოლხური ბზა მარადმწვანე მცენარეა, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშეა და ამის მიზეზი, სხვადასხვა დაავადებასთან ერთად, ბზის დაუდევარი ჭრაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი