ნაციონალური მოძრაობა მთავრობისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვს

24 სექტემბერი 2016, 00:00 3461 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში მირდატ ქამადაძე მთავრობის თავმჯდომარის გუშინდელ განმარტებას არადამაკმაყოფილებელს უწოდებს და მისგან  კონკრეტულ პასუხს მოითხოვს - რატომ გასხვისდა პირდაპირი მიყიდვის წესით და არა აუქციონით მახინჯაურში ორ ობიექტი  და დელფინარიუმის მოპირდაპირედ არსებული მიწის ნაკვეთი. მთავრობაში  დამატებით კომენტარს ამ საკითხზე არ აკეთებენ. ზურაბ პატარაძე ბრალდებებს გუშინვე გამოეხმაურა და ნაციონალური მოძრაობის განცხადებებს  პოპულისტური უწოდა.  რეგიონის პირის განცხადებით, კანონის ფარგლებში მოქმედებენ და კითხვის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ შესაბამის უწყებას მიმართონ.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი