საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გრძელდება, ძალოვანი უწყებები საკონტროლო გამშვებ პუნქტებს 10 მუნიციპალიტეტში აკონტროლებენ.
გამსვლელ მანქანებს ამოწმებენ, მგზავრთა რაოდენობაზე ასევე უტარებენ თერმოსკრინინგს და საჭიროების შემთხვევაში მანქანებს სადეზინფექციო ხსნარებით ამუშავებენ, საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დარღვევების ახალი ფაქტების სტატისტიკა დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, გუშინ კი შსს- საერთო ჯამში 60 პირი დააჯარიმა