სოფელ კაპანახჩის ექიმს პრესონალური მადლობა კოვიდ 19-ის ამოცნობისთვის - პაატა იმნაძე

31 მარტი 2020, 13:14 1920 ნახვა

პაატა იმნაძემ  ბონისის სოფლის ექიმს პირადად გადაუხადა მადლობა, რადგან მისი  ჩართულობით დაადგინეს COVID 19 -ით ინფიცირებული და მასთან დაკავშირებული ათეულობით კონტაქტი. 

„მე, პერსონალურად მადლობა მინდა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპანახჩის სოფლის ექიმს. მან გამოიყენა ჩვენს გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ისე რომ ჩვენ მათთვის არ ჩაგვიტარებია პერსონალური ტრეინინგი, მაგრამ თავისი ალგორითმებით, მშვენივრად  შეძლო შემთხვევის ამოცნობა“, - თქვა დაავადებათა კონტორლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ბოლნისის  მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი სოფლის  ექიმს.

„ქალბატონმა მაკამ , ასევე გამმოიყენა ის ინფორმაცია რაც არის განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე. მან მშვენივრად იცოდა ყველა ინფორმაცია, და ჩვენ სწორედ მისი დახმარებით დავადგინეთ ათეულობით კონტაქტი, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე  პაატა იმნაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი