ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნებული მონაცემები, ამომრჩეველთა სიისგან რადიკალურად განსხვავდება - ცესკო

30 მარტი 2020, 17:42 1780 ნახვა

ცესკოს ამომრჩეველთა მონაცემების ჰაკერულ ფორუმზე გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მონაცემები, საარჩევნო სიისგან რადიკალურად განსხვავდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ არის ინფორმაცია მოცემული, რომელშიც გარდაცვლილები არ შედიან. 

გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში მამის სახელის, ტელეფონის ნომრისა თუ პირადობის მოწმობის ნუმერაციის შესახებ ინფორმაცია არ არის.

''ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებული ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერ ინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიური უსაფრთხოების საკითხთან მიმართებაში ცესკომ სწორედ დღეს მიიღო განკარგულებით გადაწყვეტილება 1 489 611.86 (ერთიმილიონ ოთხასოთხმოცდაცხრაათას ექვსას თერთმეტი მთელი ოთხმოცდაექვსი) აშშ დოლარის ღირებულების მხარდაჭერის მიღებაზე, რომელიც აშშ-ს მთავრობის დახმარების ფარგლებში, დონორი ორგანიზაციის აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიერ განხორციელდება და რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის საინფორმაციო ტექნოლოგიური და კიბერ უსაფრთხოების მხარდაჭერას'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

„ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები გამოქვეყნდა“,- ინფორმაციას ZdNet ავრცელებს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი