ათონის მთის მონასტერში ერთ-ერთ ბერს კორონავირუსი დაუდგინდა. ამის შესახებ ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით orthodoxtimes.com იუწყება.
გავრცელებული ცნობით, ინფიცირებული ბერი 60 წლისაა, რომელიც მონასტრის დელეგაციასთან ერთად ინგლისში იმყოფებოდა. ბერები, რომლებთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
ეს არის პირველი დარეგისტრირებული შემთხვევა, როდესაც ათონის მთა კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის დაიხურა.