რუსეთის პატრიარქი მოსახლეობას მოუწოდებს, ტაძრებში მისვლისგან თავი შეიკავონ

29 მარტი 2020, 18:04 1577 ნახვა

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, მრევლს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ტაძრებში სიარულისგან. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  მისი თქმით, მარიამ მეგვიპტელის მაგალითი მოწმობს, რომ ტაძარში მიუსვლელადაც შესაძლებელია ცხონდე.

„არსებობს ეპიდემიის ძალიან დიდი საფრთხე და სახიფათო ვირუსის პანდემიაც კი, რომელიც შესაძლოა, რუსეთსაც შეეხოს. რუსები, ჯერ კიდევ, სრულად ვერ აცნობიერებენ, რა ხდება იტალიაში და სხვა ქვეყნებში, რომლებიც მეტ-ნაკლებად არიან კორონავირუსის ინფექციით დაზარალებული“- განაცხადა, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა.რუსეთში დღეისთვის კორონავირუსით დაავადებულია 1534 ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი