ფოთში შემავალი ყველა ავტომობილი კონტროლდება

29 მარტი 2020, 15:54 2192 ნახვა

ფოთსა და ზუგდიდს შორის შესასვლელები მკაცრად კონტროლდება. პოლიციას შეზღუდვები აქვს დაწესებული მგზავრთა გადაადგილებაზე. ამოწმებენ ყველა იმ ავტომობილს, რომელშიც სამზე მეტი მგზავრი,იმყოფება. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციისთვის, აკრძალულია ნებისმიერ ავტომობილში მძღოლის გვერდით მგზავრობა. შესაძლებელია, მხოლოდ მძღოლის უკან მოთავსდეს 2 მგზავრი.

მეორე პოლიციის საგუშაგოს განთავსებას გეგმავენ ფოთის შემოსასვლელშიც ცენტრალური მაგისტრალის მხრიდან. გადაადგილება შეზღუდულია მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისთვის და ასევე, ფოთის მიმართულებით მოძრავი ყველა მგზავრთა გადამყვანი ავტომობილისთვის.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი