მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 664 800-ს აღწევს, 30 800-ს გადააჭარბა გარდაცვლილთა რაოდენობამ, 142 ათასზე მეტი კი გამოჯანმრთელდა. კვლავ მძიმეა ვითარება იტალიაში. კოვიდ 19-ის გავრცელების მსოფლიო რუკაზე ქვეყანა გარდაცვლილების რაოდენობით ისევ ლიდერობს და მონაცემები 10 000-ს გასცდა, იტალიას 12 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული ჰყავს, თუმცა საგანგაშო მდგომარეობაა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.
თითქმის 6 000 ადამიანი დაკარგა ესპანეთმა, თუმცა გამოჯანმრთელებულების რაოდენობა აქაც 12 000-ს აჭარბებს. ჩინეთში კოვიდ 19-მა 3 300 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის ახალი მხოლოდ ხუთი შემთხვევაა და ბოლო დღეების განმავლობაში გარდაცვალების მაჩვენებელი მკვეთრად მცირდება.
ჩინეთს 75 000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული ჰყავს. და რა ვითარებაა საქართველოს ირგვლივ? - რუსეთში 4 ადამიანი ემსხვერპლა კორონა ვირუსს, 49 კი გამოჯანმრთელდა. სომხეთში 3 ადამიანია გარდაცვლილი და 30 გამოჯანმრთელებული, აზერბაიჯანში გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა თანაფარდობა ოთხი თხუთმეტზეა, თურქეთში კი 108 სამოცდაათზე.