ერთ საათში ბათუმის რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

27 მარტი 2020, 16:00 7331 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო დღეს 17:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ხახულის ქუჩა, ლეონიძის ქუჩა, აღმაშენებლის, ტაბიძის, რურუას ქუჩა, მესხეთის, მარეთის ქუჩა, ხახულის პირველი შესახვევი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, აეროპორტის გზკეცილი, ევდემოზ დიასამიძის, ჰასან ხელიმიშის, ანგისის პირველი ჩასახვევი.

წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და წყალი ადინონ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი