დასავლეთ გერმანიის ქალაქ ესენში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ქალაქში არსებულ ვითარებასა და იქ მცხოვრები თანამემამულეების მდგომარეობის შესახებ გვიყვება. ქეთევან კონცელიძის ინფორმაციით, იქ მცხოვრები ქართველები ძირითადად დისტანციურად მუშაობენ, ვისაც საათობრივი შემოსავალი აქვს და ვერ მუშაობს, მათ გერმანიის მთავრობა სპეციალური პროგრამით ეხმარება.
მისი თქმით, ქალაქ ესენში გამკაცრებულია გადაადგილების წესები და დაწესებულია ჯარიმები. დაკეტილია საბავშო გასართობები და ყველა სხვა ობიექტები, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა.