მარნეულსა და ბოლნისში 18 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს

26 მარტი 2020, 12:13 2805 ნახვა

მარნეულსა და ბოლნისში 18 ათასზე მეტ ადამიანს თერმული სქრინინგით გამოკვლევა ჩაუტარდათ, არც ერთ მათგანს საეჭვო სიმპტომები არ აღმოაჩნდათ. სულ საკარანტინო ზონაში  იზოლირებული 150 000-ზე მეტი მოქალაქეა.  

ქვემო ქართლის გუბერნატორის თქმით, ჯერ-ჯერობით კორონავირუსის შემთხვევა არ დაუდასტურდა არც ერთ პირს, არ დაუდასტურდათ covid -19-ი არც იმ 15 პირს, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ.  გუბერნატორი ამბობს, რომ ცუდი მოლოდინი დღეისთვის არ აქვთ. 

საკარანტინე ზონად გამოცხადებულ მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, თავდაცვის ძალებმა კონტროლი კიდევ უფრო გაამკაცრეს. გამშვებ პუნქტებზე გააბეს მავთულხლართები, განლაგებულია ბეტონის კონსტრუქციები.

ჯარისკაცები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები  ცენტრალურთან ერთად მეორეხარისხოვან გზებს  მობილური ჯგუფების დახმარებით აკონტროლებენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი