ბათუმში მუნიციპალური ავტობუსების და მოსაცდელების დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ავტობუსებში შეიზღუდა კონტროლიორების მუშაობაც. რეგულაციები დაუწესდათ ტაქსის მძღოლებსაც.
მგზავრის გადაყვანის დროს ავტომანქანის ფანჯრები უნდა იყოს გახსნილ მდგომარეობაში. მგზავრი არ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით. მაქსიმუმ ორი მგზავრი უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ერთმანეთთან დისტანციით.
მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო სამუშაოები მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოველდღიურად მიმდინარეობს.