საქართველოში კორონავირუსის კიდევ 3 შემთხვევა დადგინდა, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. კარანტინში ამ დროისთვის 4055 პირია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 რჩება, ბათუმში ამ დრომდე 5 დადასტურებული შემთხვევაა ვირუსის.
გუშინ დამატებით 5 ანალიზის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა. რეგიონში რამდენიმე საავადმყოფო სპეციალურ ბოქსირებულ განყოფილებად მოეწყობა, სადაც მეტი საჭიროების შემთხვევაი მოქალაქეების მომსახურება გახდება/ჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეგიონში სულ 67 მოქალაქე გამოიკვლიეს და ამათგან კორონავირუსი 7 დაუდასტურდა. აქედან 2 ავსტრიის მოქალაქე იყო და მათ ქვეყანა უკვე დატოვეს. ბოლო მონაცემებით, კარანტინში 1300-ზე მეტი პირია მოთავსებული, 100 აღემატება თვითიზოლაციაში მყოფების ოდენობა.