ბათუმში ექვს მაღაზიას ხანძარი გაუჩნდა

25 მარტი 2020, 10:15 25334 ნახვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე ძლიერი ხანძარი იყო. ცეცხლი 6 სავაჭრო ობიექტზე გაუჩნდა. დამწვარია 6-ვე მაღაზია და იქ განთავსებული სამშენებლო მასალები. 

სახანძარო სამაშველო სამსახურში გამოძახება დილის 6 საათისთვის შევიდა, ცეცხლი ამ დროსითვის ლოკალიზებულია, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს ნივთ-მტკცებულებების ამოღება.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უიცნობია _ კონკრეტული ვერსია არ აქვთ მაღაზიების მეპატრონეებს. ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ბოლო დღეებია საგანგებო მდგომარეობის გამო მუშაობა შეჩერებული ჰქონდათ და მაღაზიები დაკეტილი იყო. რაც შეეხება ზარალს, მათივე თქმით რამდენიმე ათასი ლარის პროდუქციაა განადგურებული. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი