ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის სიმპტომებით გადაყვანილი ხუთი პაციენტიდან ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.
ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნებით ოთხი პაციენტი კლინიკაში გუშინ გვიან ღამით გადაიყვანეს.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობის ქვეშ რჩება ხუთი ინფიცირებული. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
უახლესი მონაცემებით ამ დროისთვის, აჭარაში კარანტინში 1500-მდე ადამიანია.