ისრაელში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

21 მარტი 2020, 11:25 1272 ნახვა

ისრაელში კოვიდ-19-ით პირველი პაციენტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.პარასკევს ღამით იერუსალიმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა. იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის კვლევაშია ნათქვამი.

გუშინ იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალებისა და ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 47 021, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა მთლიანობაში 4 032 მიაღწია. ბოლო ერთ დღეში ახალი კორონავირუსით მსოფლიოში 24 247 ადამიანი დაინფიცირდა, 1061 ადამიანი კი გარდაიცვალა.

საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე პლანეტაზე, 20 მარტის საღამოს მონაცემებით, 234 073 ადამიანია ინფიცირებული. აქედან 104 591 ევროპაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი