დეპუტატებს სიცხეს უზომავენ - COVID 19

20 მარტი 2020, 11:53 1467 ნახვა

საქართველოს პარლამენტში მისულ დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს, შენობაში შესვლამდე სიცხეს უზომავენ - ინფორმაციას ამის შესახებ პირველი არხი ავრცელებს. 

საქართველოში COVID 19-ის გავრცელების პრევენციული ზომები გატარდა, პრაქტიკულად ქვეყანა საგანგებო რეჟიმზეა გადასული. კონტროლდება საზღვრები, ქვეყანაში არ უშვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, უცხოეთიდან ჩამოსულ საქართველოს  მოქალაქეებს საკარანტინო ზონაში ათავსებენ. ქვეყანაში დაიხურა ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა და აფთიაქებისა. 

 

ფოტო: პარლამენტი, არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი