COVID 19-ით ინფიცირებული წლისთავზე იმყოფებოდა, იზოლაციაშია ყველა - მინისტრი

19 მარტი 2020, 15:39 5693 ნახვა

საქართველოს მოქალაქე, რომელსაც COVID 19-ი დაუფიქსირდა, მანამდე ახლობლის ოჯახში,  წლისთავზე იმყოფებოდა. შესაბამისად ყველა ის პირი, რომელიც წლისთავზე იმყოფებოდა რისკის ქვეშაა და იზოლაციაშია გადაყვანილი. 

ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა დაადასტურა და  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულის წლისთავზე ყოფნის ფაქტს გამოეხმაურა. 

„რა თქმა უნდა, ყველა პიროვნება, რომელიც იყო ამ ღონისძიებაზე არის იდენტიფიცირებული. ისინი არიან თვითიზოლაციაში ამ ეტაპზე. ჩვენი მონიტორინგის სამსახურის მხრიდან და ეპიდემიოლოგების მხრიდან მიმდინარეობს ამ ადამიანებზე დაკვირვება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი