უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე გახდა.
მის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. ქადაგიძის კანდიდატურას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, კენჭისყრაში მონაწილეობა ბოიკოტის ნიშნად არ მიიღეს.