პოლიტიკური მოძრაობა ''ლელოს'' წევრები ინიციატივით გამოდიან, შეიქმნას ანტიკრიზისული საბჭო, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს გააერთიანებს. ისინი კი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ.
''ლელოს'' წევრები ხელისუფლებას და ოპოზიციას კორონავირუსის პრევენციის საქმეში გაერთიანებისკენ მოუწოდებენ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი. მათ შორისაა საყოველთაო არეულობა, ასევე ეპიდემიაც, თუმცა საგანგებო გამოცხადების დროს საკონსტიტუციო ცვლილებები იკრძალება. რაც საფრთხეს უქმნის თითქმის ექვსთვიანი მოლაპარაკებას, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმას ეხება. შეთანხმების მიღებაში კი აქტიურაა იყვნენ ჩართული საერთაშორისო ორგანიზაციები.
დავით უსუფაშვილის განმარტებით, თუ საბჭოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები, კონსტიტუციურ ცვლილებებს პრობლემა არ შეექმნება.
''დღეს არის ვითარება როცა ოპოზიციის მთავარი ამოცანა არა ხელისუფლების ნაკლოვანების აღმოჩენა და კრიტიკაა, არამედ ასეთი ნაკლოვანებების პრევენცია. ამიტომ გამოვედით წინადადებით შეიქმნას ანტიკრიზისულისაბჭო და ვიცით, რომ ჩვენი კოლეგების დიდი ნაწილი იზიარებს ჩვენს მოსაზრებას. ვიცით, რომ ამ მძიმე ვითარებას ქვეყანა შეხვდა რთული პოლიტიკური მდგომარეობით. გაყოფილი საზოგადოებითა და დაპირისპირებული პოლიტიკური სპექტრით. სწორედ იმისთვის, რომ ამ პრობლემას ერთობლივი ზძლებით შევებრძოლოთ საჭიროა საბჭოს შექმნა.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს და თუ ასეთ შემთხევაში კონსტიტუცია ზედმიწევნით იქნება დაცული, მაშინ საგანგებო მდგომარეობა იქნება ინსტრუმენტი გამოსავლისკენ. კონსტიტუცია ითვალისწინებს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის ცვლილების შეტანის კუთხით. ჩვენ თვლით თუ ეფექტურად ვიმოქმედებთ ყველა ერთად, კონსტიტუციურ ცვლილებებს პრობლემა არ შეექმნება. საერთო სახალხო განხილვა შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი თანამედროვე ონლაინ საშუალებით და ამაზე კარგია, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც განაცხადეს, ხოლო როცა პარლამენტში მოუწევს პროექტს განხილვა თვენახევრის შემდეგ, ეს ყველაფერი უკვე მოგვარებული იქნება.
თუ რაიმე პრობლემის გამო პროცესი კიდევ გადაიდო, ეს უნდა იყოს გონივრული გადადება და მრავალპარტიულობა იქნება ამის გარანტი. თემა, რომელიც ერთი წელია გაიჯანჯლა უსაფუძვლოდ აღარ გადაიდება, ერთი ორი კვირით გადადებას კი ავიტანთ და მოვითმენთ'' - განაცხადა ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა.