საგანგებო მდგომარეობიის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას - გიორგი გახარია

13 მარტი 2020, 14:19 1713 ნახვა

საქართველოს პრემიერ - მინისტრი საგანგებო მდგომარეობიის გამოცხადების აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს. ამის შესახებ გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, საქართველომ უკვე გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები კორონავირუსთან საბრძოლველად. 

„თუ დავაკვირდებით იმ ღონისძიებებს, რაც ჩვენ გავატარეთ, საგანგებო მდგომარეობა არ გამოგივცხადებია, მაგრამ ეს ღონისძიებები უკვე დაწყებული გვაქვს რამოდენიმე კვირაა და ვატარებთ. ჩვენ ვამბობთ, რომ მივყვებით კონკრეტულ გამოწვევას და ყოველდღიურად ახალი გამოწვევების პირობებში ამ ღონისძიებებს ვამკაცრებთ და ამის გამკაცრება კიდევ მოგვიწევს.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას დღეს ვერ ვხედავ, მაგრამ შეიძლება, ამის აუცილებლობა დადგეს ხვალ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სხვა ქვეყნებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ღონისძიებები ჩვენ დიდი ხანია გამოცხადებული გვაქვს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი