“ბოტების ქარხანა”- აქცია მთავრობის სახლთან

02 მარტი 2020, 18:31 1699 ნახვა

„აჭარის მთავრობა არის ბოტების ქარხანა“- ამ სლოგანით მთავრობის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ აქცია გამართა.  აქციის მონაწილეებმა მთავრობის სახლის წინ სიმბოლურად ბოტები მიიტანეს, სცადეს შენობაზე სტიკერების გაკვრა, თუმცა ამის შესაძლებლობა სამართალდაცველებმა არ მისცეს. ამ საკითხზე აჭარის მთავრობაში დღეს კომენტარი არ გააკეთეს. ერთი კვირის წინ განმარტეს, რომ რომ ხელისუფლების ნებისმიერი აქტივობის დროს პრესსამსახური ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგი ინფორმაციის სანდოობის მხრივ, მათ შორის სოციალურ მედიაში. შეგახსენებთ, რომ   25 თებერვალს, როცა თორნიკე რიჟვაძე  ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობდა, აჭარის მთავრობის პრესცენტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა „ბოტების“ წინააღმდეგ მობილიზების შესახებ გზავნილი შეცდომით ჟურნალისტების ფეისბუქ ჩატში ჩააგდო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი