დღეიდან ნადირობის სეზონი დასრულდა. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა პირველი მარტიდან იკრძალება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაამკაცრებენ.
ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, პირს ჯარიმა,ზოგ შემთხვევაში, მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღისა კონფისკაცია დაეკისრება, ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.