ქობულეთში, სოფელ გვარას მიმდებარედ ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მრავლობითი მოტეხილობებით ორი დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გვარასთან მომხდარ ავარიაზე შსს -მ გამოძიება 276 - ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის დაზიანება გამოიწვია.