ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

28 თებერვალი 2020, 10:03 1409 ნახვა

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა მისი ცემის ფაქტზე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.იგი გლდანის რაიონში მდებარე პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაშია დაბარებული.

როგორც ცნობილია იგი გამოკითხვაზე მივა. შსს გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. არსებული ინფორმაციით კუპრავას ორი პირი დაესხა თავს და სცემა. ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ და ამბობენ რომ დამნაშავე მმართველი გუნდია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი