თბილისი-ბათუმის მატარებელი, რომელიც ბათუმისკენ 17:35-ზე უნდა გამოსულიყო ამ დრომდე გაჩერებულია. ორ ჩინელ მგზავრს, რომლებიც ბიზნეს კლასით მგზავრობდნენ, ტემპერატურა და სურდო აქვთ.
მოქალაქეების ინფორმაციით, ორივე მგზავრს უკეთია პირბადე და თავს შეუძლოდ გრძნობენ. ფაქტის შესახებ გამცილებელი გააფრთხილეს. მგზავრები ჩინეთის მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას კატეგორიულად ითხოვენ.
მოქალაქეებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
მგზავრები მატარებლიდან ჩამოსვეს და ისინი ბათუმისკენ სხვა მატარებლით იმგზავრებენ. ვაგონებს კი, დეზინფექციას გაუკეთებენ.