''კორონავირუსთან დაკავშირებით ამუშავდება ყველა აუცილებელი მექანიზმი, რათა საქართველოში ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად განხორციელდეს“- ამას პრემიერ-მინისტრი აცხადებს. გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ყველა საჭირო ზომა გატარდება, იქნება ეს ფრენები თუ სხვა რამ.
ამასთან საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კი მოუწოდებს საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ თეირანში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე.