სამტრედიაში სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მკვლელობ მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ქალს თავს დაესხა ქმარი, რომელთანაც განქორწინება უნდა გაეფორმებინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. გამოძიება კი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.