„ქართული ოცნება“ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას არ იღებს

17 თებერვალი 2020, 15:03 1842 ნახვა

რვა პოლიტიკური პარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდასაჭერად.  პოლიტიკოსები ღიად აკისრებენ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაუწყებელში სარედაქციო პოლიტიკური კურსის შეცვლასა და თავისუფალი მედიის გაქრობაში.  

ასევე უმაღლეს საბჭოს, რომელთა პასუხისმგებლობითაც მოხდა მრჩეველთა საბჭოს ამ შემადგენლობის არჩევა.  დღევანდელ შეხვედრაზე, რომელზეც მიმართვის დოკუმენტსაც მოეწერა ხელი, ითქვა, რომ  სამსახურიდან ხდება უკანონო გათავისუფლებები და ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.

პროცესებით დაინტერესებას  სთხოვს ოპოზიცია საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბრალდებას უპასუხეს დღეს ქართულ ოცნებაში.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი