ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, 8 პოლიტიკური პარტია განცხადების აკეთებს, პოლიტიკოსები კრიზისულ სიტუაციაში ჩართვას საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს სთხოვენ.
"
ბოლო პერიოდში აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები, კარგად აჩვენებს, რომ ხელისუფლება ცდილობს აჭარის ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობის გაუქმებასა და სამსახურიდან მათ უკანონო განთავისუფლებას.
მიუხედავად საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობისა, ხელისუფლების ჩარევითა და ორგანიზებით მართული პროცესი გრძელდება, ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია.
აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხიმგებლობა ეკისრებათ ბიძინა ივანიშვილსა და ქართული ოცნების ხელისუფლებას, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს ქართული ოცნებიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორს.
მოვუწოდებთ: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრებს გადადგმულ იქნას ნაბიჯები ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დაცული იქნას თავისუფალი ჟურნალისტების უფლებები და შეიქმნას ყველა პირობა, მათი სარედაქციო დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
ასევე თხოვნით მივმართავთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს დააკვირდნენ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებსა და ქვეყანაში მედიათავისუფლებაზე ხელისუფლების მიერ დაწყებულ, მორიგ შეტევას" - წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:
„ახალი საქართველო“ ბექა დიასამიძე
„ევროპული საქარTველო“ პეტრე ზამბახიძე
„რესპუბლიკური პარტია“ ირაკლი ჩავლეიშვილი
„ემსახურე საქართველოს“ მურმან დუმბაძე
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ელგუჯა ბაგრატიონი
„ ლელო საქარტველოსთვის“ გენო თებიძე
„საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“ გენრი დოლიძე
„პარტია გირჩი“ გიორგი ფუტკარაძე