სოფელ ორჭოსანთან, საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე მანათობელი მაშხალა გაისროლეს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩანდა, რაც დაფიქსირდა პოლიციის საპატრულო ჯგუფის მიერ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურდა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.