გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარდგენილ ირაკლი შოთაძეს საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მხარდაჭერა ექნება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შოთაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში საგამოძიებო უწყებამ არაერთ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეზე ეფექტურად იმუშავა.
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ გიორგი ვაშაძე კი ფიქრობს, რომ ეს იყო წინასწარ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება.